
„ქართული ოცნება“ ცენტრალურ ოფისში დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.
„მედიას პარტიის პრესსამსახურის მიერ მიეწოდება პირდაპირი ეთერის საერთო სიგნალი. ღონისძიებაზე მედია დაიშვება სპეციალური საშვებით, რომელიც გაიცემა ადგილზე შესაბამისი პრესბარათის წარმოდგენის შემდეგ. მედიისთვის გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილი და ღონისძიების დროს შეზღუდული იქნება გადაადგილება. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სპეციალურად პრესისთვის მოწყობილ კუთხეში გაკეთდება კომენტარები“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად 31 ივლისს წარადგინა.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.
0
0