15/02/2022
11:39
პოლიტიკა
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, დაასუსტოს ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველგან, რადგან ოპოზიციის გამარჯვების ეშინია.
„ქართული ოცნება“, რომელიც წარმოადგენს ერთი ადამიანის სამსახურში მყოფ დაჯგუფებას, კვლავ არის დაკავებული პოლიტიკური ქურდობით და წვრილმანი პოლიტიკური თაღლითობით. დღეს აპირებენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული, საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საპარლამენტო მანდატი ჩამოართვან იმ დეპუტატებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში რეალურ ოპოზიციას. ეს წვრილმანი თაღლითობა და ქურდობა არის რეალური მაჩვენებელი მათი უსუსურობის, შიშის გარდა ამისა, იმ მცდელობის, თითქოს დაასუსტონ ოპოზიცია, არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველგან, რადგან მათ ეშინიათ ოპოზიციის გამარჯვების, აქ და ყველა წარმომადგენლობით ორგანოში, ამის მაგალითია ზუგდიდი, წალენჯიხა, წალენჯიხა, ბათუმი, რუსთავი.
გარდა ამისა, ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც, „ქართული ოცნება“ სჩადის ამ წვრილმან თაღლითობას და ქურდობას, არის ის, რომ ნამდვილად ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, რომელიც უახლოეს დღეებში შემდეგ სესიაზე უნდა შექმნილიყო საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში.
ჩვენ არა ერთხელ, კოლეგებთან ერთად, მათ შორის ბადრი ჯაფარიძესთან, შალვა ნათელაშვილთან ერთად, რომელიც აპირებდა პარლამენტში შემოსვლას, არა ერთხელ ვთქვით, რომ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის ინიციატივას, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის და ღირსებაშემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ამ კომისიის შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მანდატები ჩამოართვას ბადრი ჯაფარიძეს, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ხანია, ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ, ჩვენი პარტია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ მივიჩნევთ, რომ ამ მანდატის ჩამორთმევა ნიშნავს გაგრძელებას ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების და ასევე შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო თავისი პარტიის ინტერესები წარმოადგინა პარლამენტში.
მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, არავითარ შემთხვევაში, საქართველოში, არა მხოლოდ ამ წარმომადგენლობით ორგანოში, არამედ ნებისმიერ ქალაქში, ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას.
საჯაროდ და ღიად მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ და ყველას, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმისთვის, რომ ჩვენს საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რომელიც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე მიანიჭა პოლიტიკურ პარტიებს. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
0
0