"ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები იკრიბებიან თავისუფლების მოედანზეც, საიდანაც რუსთველზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინაცვლებენ. მოქალაქეები 29 აპრილის საერთო-სახალხო შეკრებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. ნაწილმა პარლამენტის შენობის წინაც გადაინაცვლა, სადაც მოქალაქეებს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
"ენა, მამული, სარწმუნოება", "ღირსებით ევროპისკენ" - ეს არის მთავარი გზავნილი, რომლის გარშემოც იკრიბებიან მმართველი გუნდის მხარდამჭერები. შეკრებაზე მისული ადამიანები ამბობენ, რომ მთავარი მიზანი საქართველოს წინსვლა და ქვეყანაში მშვიდობაა.
დედაქალაქის ცენტრში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო სამსახურიც.
აქციას ცოტა ხნის წინ ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა.
საერთო სახალხო შეკრებას ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ამჟამად ის ფილარმონიასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფება, საიდანაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართება.
„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭიროს“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
20:00 საათზე პარლამენტთან საყოველთაო სახალხო შეკრების ოფიციალური ნაწილი დაიწყება.
0
0