28/09/2024
13:38
არჩევნები 2024
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას 51ა-ს მიმდებარედ, გელოვანის სახელობის სკვერში შეხვდა ამომრჩეველს, ასევე, შეხვედრა გამართა ვაჟა-ფშაველას, მე-5 კვარტლის პირველი კორპუსის მოსახლეობასთან.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართვის მნიშვნელობაზე.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ მიიღონ მონაწილეობა 26 ოქტომბრის არჩევნებში, ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას”, რათა გავაგრძელოთ განვითარება და წინსვლა. ერთმანეთის მხარდაჭერით, ერთად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა ზუკა რურუამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე.
0
0