24/04/2023
19:23
პოლიტიკა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 21 აპრილს ისკანდერის კომპლექსმა ქართული ლეგიონის განლაგების პუნქტის ქალაქ კონსტანტინოვკაში (დონეცკის ოლქი) შეტევა განახორციელა და მისი 60-მდე მებრძოლი გაანადგურა. "ქართული ლეგიონის" ლიდერი მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ყალბია.
„ეს კიდევ ერთი ყალბი ინფორმაციაა. როგორც ჩანს, ისინი ტავიანთი სამხედროების მოტივირებას ცდილობენ. ჩვენ მათი ნომერ პირველი სამიზნე ვართ. ისინი ცდილობენ გაანადგურონ ერთი ჩვენი ქვედანაყოფი მაინც“, - განაცხადა მამულაშვილმა.
მიმდინარე წლის მარტში მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა ქართული ეროვნული ლეგიონის წევრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს. გასულ წელს რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ფორმირების 24 მებრძოლის წინააღმდეგ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024