18/09/2023
14:35
პოლიტიკა
უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ განცხადებას, რომ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში იგეგმება ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ხოლო გეგმის ერთ-ერთ ავტორად ასახელებს მამუკა მამულაშვილს და ამტკიცებს, რომ გეგმის შესრულებაში ჩართული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული ჯგუფი.
"ეს არის პირდაპირ რუსეთიდან ნაკარნახევი დირექტივა და დაკავშირებულია ჩვენ საქმიანობასთან. ქართული ლეგიონი უკრაინაში ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია და ეს რა თქმა უნდა ძალიან "შემაწუხებელი" ფაქტორია, რადგან ძალიან ბევრი რუსი კვდება ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით. მე არ მინდა ეს ყველაფერი განზრახული და მიმართული იყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოდიან საკუთარი ოჯახების სანახავად. რუსეთმა ამ ადამიანებს მიუსაჯა სხვადასხვა მუხლი, ჩატარდა სასამართლო და შეიძლება ეს იყოს იმ ადამიანების, ვინც საქართველოში ჩამოდის, რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა. ასე რომ, მგონია ეს არის სუფთად რუსული ხელწერა. საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ცდილობს ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას."-აცხადებს მამულაშვილი.
0
0