09/12/2021
11:44
ეკონომიკა
როგორც ქართველი მეღვინეები აცხადებენ, ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ისტორიულად რეკორდული შედეგია,
როგორც კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია აცხადებს, ქართული ღვინის ექსპორტის მხრივ მიმდინარე წელს ლიდერობს გერმანიისა და პოლონეთის ბაზარი.
„ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო იმ კუთხითაც, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის მხრივ საგრძნობი ზრდა აღინიშნა. პირველ რიგში, ევროპის ბაზარზე. კერძოდ, გერმანიისა და პოლონეთის ბაზარზე, რომელიც ლიდერობს ქართული ღვინის მოხმარებით“, - განაცხადა ტვ იმედთან გიორგი სალაყაიამ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.
ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი.
ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ. აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 4%-ით მეტია.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა.
0
0