
ესპანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და აღიარებულ ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე Bacchus 2026, ბადაგონის ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვა:
ალავერდის ტრადიცია, წითელი მშრალი კახური წარჩინებული, წითელი მშრალი ცქრიალა ღვინო მაესტრო როზე, ექსტრა ბრუტი
Bacchus-ის კონკურსი უკვე 30 წელია ტარდება ესპანელი, უდიდესი გამოცდილების მქონე (ოთხ ათწლეულზე მეტი გამოცდილების) ენოლოგების ორგანიზებით, რამაც ეს კონკურსი ერთგვარ ეტალონად აქცია საერთაშორისო კონკურსებს შორის.
Bacchus გახლავთ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (VINOFED) წევრი, აღიარებულია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OIV) და ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. კონკურსზე წარმოდგენილი გახლდათ ღვინოები და სპირტიანი სასმელები მთელი მსოფლიოდან, რომელთა შეფასება სხვადასხვა ეროვნების 100-მდე აღიარებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მოახდინა.
0
0