
ბადაგონი - ქართული ღვინის ახალი სახე - კომპანია ბადაგონმა ღვინოები ახალი სახით წარადგინა და ღვინის შეფუთვის დიზაინი შეცვალა.
ბადაგონის ღვინოები ახალი სახით წარდგა ბადაგონისა და დიპლომატ ჯორჯიას მიერ პარტნიორებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე გარდენია შევარდნაძის ულამაზეს სივრცეში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბადაგონის თითქმის 20 წლიანი ისტორიის მანძილზე, ღვინის შეფუთვის დიზაინი პირველად შეიცვალა.
ახალ დიზაინზე ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა იმუშავა და ქართული ძლიერი იდენტობის პარალელურად, ღვინის ეტიკეტში, გლობალური თანამედროვე ტენდენციები ასახა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ: „ღვინის ახალი დიზაინი ქართულ მიწაზე მოყვანილი ქართული ვაზისა და კავკასიონის ცის ამოუწურავ შინაარსს, თავისუფლების სუნთქვას და ცხოვრების ზეიმის ემოციას გამოხატავს.“
ბადაგონის ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება, მხოლოდ ქართული ვაზის ჯიშებით, უძველესი ქართული ტრადიციების დაცვითა და ყველაზე თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, საუკეთესო ქართული ღვინის შექმნას.
დღეს ბადაგონის ღვინო უკვე 35 ქვეყანაში მოგზაურობს, თუმცა მისი ფესვები მყარად დგას აქ -ქართულ მიწაზე.
0
0