14/03/2023
22:41
პოლიტიკა
ევროპარლამენტარის, სვენ მიქსერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გაწვეულია, ხელისუფლების რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის.
როგორც მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ აღნიშნული კანონპროექტის მიღების მცდელობა მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია საქართველოში.
„ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია და ჩვენ საქართველოს ევროპულ მომავალს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მისწრაფებებს. ვნახეთ ძალიან ბევრი პრობლემა - სასამართლო რეფორმის და კანონის უზენაესობის მხრივ და საქართველოს მთავრობის მიერ მცდელობა, რომ აგენტების კანონი მიეღო, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია სახელმწიფოში. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არაა“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.
თარგმანი: „მთავარი არხი“
0
0