ქართულ მართვის მოწმობას საბერძნეთშიც აღიარებენ. როგორც მთავრობებს შორის შეთანხმებაში ვკითხულობთ, მართვის მოწმობების აღიარება ორმხრივია.
კერძოდ, ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მართვის მოწმობები დამატებითი გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვალონ.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ხელშემკვრელი მხარის [საქართველო-საბერძნეთი) საგზაო მოძრაობის შესახებ რეგულაციები და საგზაო ნიშნები შესაბამისობაშია 1968 წლის 8 ნოემბერს ვენაში მიღებულ კონვენციასთან, მხარეები ორმხრივად აღიარებენ მოქმედ მართვის მოწმობებს (გარდა დროებითი, გამოსაცდელი და სხვა მსგავსი ტიპის მართვის მოწმობებისა).

გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, მიანიჭონ მართვის მოწმობის მფლობელებს მათი გადაცვლის უფლება, იმ პირობით, რომ მათ გააჩნიათ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ორივე მხარის ტერიტორიაზე.
„ერთ-ერთი მხარის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით მართოს მისი მართვის მოწმობის კატეგორიით ნებადართული სატრანსპორტო საშუალება, აღნიშნული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მხარის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში,“ - წერია შეთანხმებაში.
თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ შეთანხმება არ ათავისუფლებს მართვის მოწმობის გაცვლის მსურველ პირს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ფორმალობების დაცვის ვალდებულებისაგან. მათ შორის, განცხადების, ჯანმრთელობის ცნობის, შესაბამისი მხარის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის წარდგენისა და კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ხელშეწყობას.
აქვე შეგახსენებთ, იმასაც, რომ მსგავსი შეთანხმება საქართველოს ესპანეთთან და ირლანდიასთანაც აქვს.
0
0