
ინგლისურენოვანი გამოცემა "GEORGIA TODAY" საქართველოსა და ისრაელს შორის ბიზნეს და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავებას სტატიას უძღვნის.

სტატია ეხება საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. აღწერილია ისრაელის ქნესეთის წევრის, დოქტორ აკრამ ჰასონის ვიზიტი საქართველოში და აქტიური მზადება იერუსალიმის ბიზნეს ფორუმისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვას.
აქვე საუბარია Wyndham Hotels & Resorts-ის ინტერესზე საქართველოს მიმართ. ისრაელის კომპანიებსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სასტუმროების ქსელ Wyndham-ს შორის თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან კატალიზატორად მიიჩნევა.
ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა წარადგინა 15 ახალი სასტუმროსა და აპარტოტელის პროექტი, რომელთა დაახლოებით 50% საქართველოში ხორციელდება.

ისრაელიდან ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 30%-ით იზრდება. პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს ვიზიტორთა რიცხვი 500,000-ს გადააჭარბებს, ხოლო ეკონომიკური კონტრიბუცია 700 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.
სატატიაში საუბარია ცნობილი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია "ბადაგონის" გაფართოებასა და დაგეგმილ პროექტებზე ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის აქტიური მხარდაჭერით, კომპანია ბადაგონსა და Wyndham Hotels & Resorts-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები მსხვილი დეველოპერული პროექტის განხორციელებას იწყებენ.
კომპანია Wyndham, რომელიც მსოფლიოს 9000-ზე მეტ სასტუმროს მართავს, ფონიჭალაში 100 მილიონ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც ისრაელის ინვესტიციებით ხორციელდება.
ფონიჭალაში შენდება "Wyndham Residence Tbilisi Gate". სწორედ ფონიჭალის პროექტი -ელიტური დასახლება ავტონომიური ინფრასტრუქტურით - არის Wyndham Hotels & Resorts და ბადაგონის სერიოზული განაცხადი საქართველოს უძრავი ქონების განვითარების საქმეში.
ამასთან, Wyndham Wyndham Hotels & Resorts- მა ბადაგონის სასტუმრო „ალავერდი რეზორტი“, მიმართ ინტერესი გამოთქვა და მიიღო გადაწყვეტილება, სასტუმრო გლობალურ ქსელში ჩართოს.

ფოტოზე გამოსახული არიან: Wyndham Hotels & Resorts ევროპის/ახლო აღმოსავლეთის/ ევრაზიის/ აფრიკის პრეზიდენტი - დიმიტრის მანიკისი, მეღვინეობა ბადაგობის დამფუძნებელი გიორგი სალაყაია, ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე.
1
0