
ამერიკაში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილი და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი არ აქვთ.
"სამწუხაროა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ამ მომენტისთვის არის უკიდურესად ნეგატიურ ნიშნულზე, არალეგიტიმური "ქართული ოცნების" მიერ, წლების განმავლობაში ანტიდემოკრატიული, ანტიქართულ და ანტიამერიკული პოლიტიკის გამო. ამიტომ, მას, ცხადია, ვერ შეცვლის ახალი ელჩი," - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე.
ცნობისთვის, საქართველომ ე.წ. აგრემანი, ანუ თანხმობა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად ტალიაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ვაშინგტონისგან გუშინ მიიღო.
0
0