
როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღეებში, 16 და 17 აპრილს - სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას, ქარსა და მცირე წვიმას ვარაუდობენ.
„16 აპრილს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი. ჰაერი დაახლოებით, 20-25 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ღრუბლიანი ამინდი, ზოგან ნისლი და დაბალი ტემპერატურა, ძირითადად, კახეთის რეგიონში. დღის საათებში მოსალოდნელია, მცირე წვიმა. ტემპერატურა 11-16 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა.
17 აპრილს არაფერი იცვლება დასავლეთ საქართველოში, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და გვექნება კვლავ მაღალი ტემპერატურა.
ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება მოღრუბლული, ნისლიანი ამინდი - კახეთის რეგიონში წვიმა, თბილისშიც დროგამოშვებით იწვიმებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ქარი მოსალოდნელია გორში,“ აცხადებენ სინოპტიკოსები.
0
0