
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. პრემიერის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება დებატები და სიტყვით გამოსვლები.
შესაბამისად, პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს.
აღნიშნულ საკითხზე პოსტს აქვეყნებს ოპოზიციონერი დეპუტატი ანა წითლიძე:
"პრემიერის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე - მანდატურის უფროსი სხდომათა დარბაზში მაჩერებს და მეკითხება:- უკაცრავად ქალბატონო ანა, კოსტუმის შიგნით რა გაცვიათ? მე კი მივხვდი საეჭვო რომ ვარ ასეთ დროს და მაკვირდებიან, მაგრამ ასეთი კითხვა პირველად დამისვეს", - წერს ანა წითლიძე.
0
0