
ჩერკასის მკვიდრ ქალს, რომელმაც რუსებს გაუგზავნა ფოტოები უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და სიმაგრეების ადგილმდებარეობის შესახებ, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, საქმეში მონაწილე პირის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად, აღმოჩნდა მტკიცებულება (ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა), რომლებშიც დაფიქსირდა ინფორმაციის გადაცემის ფაქტი.
გარდა ამისა, ქალმა მოუწოდა რუსებს განეხორციელებინათ საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები ჩერკასის ერთ-ერთ მიკრორაიონზე, რომლის ტერიტორიაზეც სამხედრო ობიექტი იყო განთავსებული.
მათივე ცნობით, სოციალურ ქსელში ტატიანა დრობოტი ოკუპანტების მხარდამჭერ პოსტებსაც ათავსებდა.
ქალის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ქალის ერთ-ერთი ვაჟი, შეიარაღებული ძალების რიგებში უკრაინას რუსი დამპყრობლებისგან იცავს.
0
0