30/03/2023
09:16
მსოფლიო
საფრანგეთში, ქალს, რომელმაც სოციალურ ქსელ Facebook-ზე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს „ნაგავი“ უწოდა, 12 000-მდე ევროს ჯარიმა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
სენ-ომერის პროკურორმა, მეჰდი ბენბუზიდიმ განაცხადა, რომ 1966 წელს დაბადებული ქალბატონი საკუთარ სახლში პარასკევს დააკავეს სუპრეფექტურის მიერ შეტანილი საჩივრის შემდეგ, რომელიც უკავშირდება „საჯარო უფლებამოსილების მქონე ნებისმიერი პირის შეურაცხყოფასა“ და „რესპუბლიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფას“.
აღნიშნულ საჩივარში სუპრეფექტმა ორი პუბლიკაცია ახსენა, მათ შორის 21 მარტს მოპასუხის Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომელშიც ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე წერდა: „ნაგავი დაგელაპარაკებათ ხვალ 13:00 საათზე, ხალხისთვის, ვინც არაფერია, ყოველთვის ტელევიზორში ვპოულობთ ნაგავს“.
აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება 12 000 ევროს ოდენობით ჯარიმით, თუმცა არა თავისუფლების აღკვეთით. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 20 ივნისისთვისაა ჩანიშნული.
0
0