“ქალს ”გეორგია" ერქვა" - ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბერძნეთში ორსული ქართველი ქალი მოკლეს, ემიგრანტები არ ადასტურებენ
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში ორსული, 41 წლის ქართველი ქალი მოკლეს.
"სფეისნიუსმა" დეტალები ქართველ ემიგრანტებთან გადაამოწმა.
მათი თქმით, ინფორმაცია ყალბია და მოკლული არა ქართველი, არამედ წარმოშობით ალბანელი ქალია.
"როგორც ბერძნული მედია წერს, მოკლულია ქალი, სახელად "გეორგია" და როგორც ჩანს, მედია ამიტომ შევიდა შეცდომაში", - განაცხადეს “სფეისნიუსთან” ემიგრანტებმა.
ცნობისთვის, ბერძნული მედია წერს, რომ 41 წლის ალბანელი ქალი, გეორგია მურატი საბერძნეთის ტყეში მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებულები მისი პარტნიორი და პარტნიორის მეგობარი არიან
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის სალონიკში, პარტნიორის სახლში ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 11:00 საათზე მივიდა. იმავე წყაროს მიხედვით, 41 წლის ქალს ჯერ მისი პარტნიორის 34 წლის მეგობარი დანით ემუქრებოდა, ხოლო შეყვარებულმა პირზე წეპოვანი ლენტი ააკრა.
ქალს ყელის არეში დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აქვს.
გამოძიების ინფორმაციით, როდესაც ქალი გარდაიცვალა, მისი სხეული მანქანის საბარგულში ჩადეს და ჰალკიდიკის უკაცრიელ ტყეში მიატოვეს.
პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით, სავარაუდო დამნაშავეები სახლში დაბრუნდნენ და სცადეს სამხილების განადგურება. ასევე ცნობილია, რომ მას შემდეგ რაც ორსული ქალი მოკლეს, ეჭვმიტანილებმა მას 80 ევრო ამოაცალეს.
0
0