
ნიუ-იორკში, 30 წლის ქალმა თავისი მეგობრის 6 კვირის შვილი, ლეონ კათსი მოკლა, ხოლო მისი ტყუპისცალი ძმა დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლ ვირზი ბავშვების მომვლელი იყო. ალეგანის ოლქის პროკურორები ქალის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.
რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლ ვირზიმ ჩვილს თავის ქალაზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რამაც ტვინში სისხლჩაქცევები გამოიწვია. როგორც ბავშვების მშობლებმა, ეთან კათსმა და სავანა რობერტსმა განაცხადეს, ლეონის დაშავებული ტყუპისცალი ძმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ვირზის "სანდო მეგობრად" მიიჩნევდნენ. ბრალდებულის მტკიცებით, როდესაც ის ბავშვისთვის საკვების მოსატანად სამზარეულოში შევიდა, ყვირილი გაიგო, ხოლო უკან დაბრუნებისას ჩვილი სკამიდან გადმოვარდნილი დახვდა და მან მაშინვე პოლიციას დაურეკა.
საავადმყოფოს ექიმმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ "ტყუპების სხეულზე დაზიანებები მიყენებულია ძალადობის შედეგად და ისინი არ არის ბუნებრივი და შემთხვევითი.“
"ბრალდებულმა ნიკოლ ვირზიმ ბავშვი წამებით მოკლა. ბრალდებული მანამდე ნასამართლევი იყო მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მოიცავს ძალადობისა და მუქარისშემცველ ფაქტებს. მისი მსხვერპლი ასევე იყო 12 წლამდე ასაკის ბავშვი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამჟამად, ნიკოლ ვირზი დაკავებულია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
0
0