ესექსში, ქალაქ ჩელმსფორდში, 36 წლის ვირჯინია მაკკალოუმ მამა - 74 წლის ჯონი და დედა - 75 წლის ლოისი - საკუთარ სახლში მოკლა. მაკკალოუ მათ ცხედრებს 5 წლის განმავლობაში სახლში მალავდა. ის 2023 წლის სექტემბერში დააპატიმრეს.
კვალის დასაფარად მან არაერთხელ იცრუა მათი ადგილსამყოფელის შესახებ - ექიმებსა და ახლობლებს უთხრა, რომ მისი მშობლები ავადმყოფობდნენ, ხან კი ცრუობდა, რომ ისინი ხანგრძლივად დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ქალის ქმედებები გამოაშკარავდა მას შემდეგ, რაც მისი მშობლების ექიმმა განაცხადა, რომ 2023 წელს ისინი მასთან სამედიცინო კვლევისთვის არ გამოცხადდნენ.
მაკკალოუ 2023 წლის 13 სექტემბერს დააკავეს, როდესაც პოლიციამ მისი მშობლების ცხედრები სამსართულიან სახლში, ზედა სართულის საძინებელში იპოვა. ესექსის პოლიციის განცხადებით, რამდენიმე წუთის შემდეგ, მაკკალოუმ აღიარა, რომ მამამისი რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტებით მოწამლა, ხოლო დედა დანით მოკლა.
ჯონ მაკკალოუ, ჩელმსფორდში, დამატებითი განათლების კოლეჯის ყოფილი ლექტორი იყო. ჯონის და ლოისის ოთხ ქალიშვილს შორის ვირჯინია უმცროსი იყო.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მაკკალოუს განაჩენს 10 და 11 ოქტომბერს გამოუტანენ.
0
0