-share.jpg)
ინგლისის ქალაქ შეფილდში, 25 წლის რებეკა მურმა, ორ თინეიჯერ თანამზრახველთან ერთად, 24 წლის საკად ალი პონდეროსას პარკში მოტყუებით წაიყვანა და მაჩეტეებით მოკლა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს 48 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფრომაციით, საკად ალი მეგობრის ბინაში ვიდეოთამაშებს თამაშობდა, როდესაც მას უცნობი ნომრით რებეკა მურმა დაურეკა და პარკში შეხვედრაზე დაითანხმა. ღამით, საკად ალის ორი თინეიჯერი თავს დაესხა და მაჩეტეებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. საკად ალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
16-დღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, რებეკა მური მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. გრიფინმა და დუგლასმა უკვე აღიარეს დანაშაული ალის მკვლელობასა და ბასრი იარაღის უკანონოდ ფლობასთან დაკავშირებით. რებეკა მურს სამუდამო, გრიფინს 16 წლით, ხოლო დუგლასს - 15 წლით პატიმრობა მიესაჯა.
0
0