
ინგლისში, ქალაქ სალფორდში, 27 წლის რეგან ტიერნი, დანით მიყენებული მრავლობითი დაზიანებით, საკუთარ სახლში იპოვეს რამდენიმე საათის შემდეგ, რაც მან Facebook-ზე ახალ პარტნიორთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორი დღის შემდეგ, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის ყოფილი პარტნიორია.
გარდაცვლილის დის, შენონის, ინფორმაციით, რეგანმა დანიელ პატენი მის სიკვდილამდე 10 წლის წინ გაიცნო და, თავდაპირველად, მათ ურთიერთობაში რაიმე პრობლემა არ ჰქონიათ. წყვილს ორი შვილი ჰყავდა.
"დანიელი ალკოჰოლიკი და კოკაინის მომხმარებელი იყო და რეგანს ხშირად სცემდა. 2019 წლის 21 აპრილს, რეგანი და პატენი დაშორდნენ. პატენი, ტექსტური შეტყობინებების საშუალებით, ქალს ემუქრებოდა. 4 ივნისს, რეგანმა Facebook-ზე თავისი ახალი ურთიერთობის შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა. მოგვიანებით, პატენმა მას აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი სქრინშოტი გაუგზავნა. 5 ივნისს, პატენმა რეგანის ბაბუას მისი მკვლელობის შესახებ შეატყობინა.
პოლიცია ინციდენტის ადგილზე გამოცხადდა და საწოლში მწოლიარე, სისხლით დაფარული, რეგანი იპოვა. პატენიც მძიმე დაზიანებებით აღმოაჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეგანი შემთხვევის ადგილზე ტრაგიკულად გარდაცვლილი გამოცხადდა,“ - ნათქვამია ბოლტონის სასამართლოს განცხადებაში.
ექსპერტ-პათოლოგ ჩარლზ უილსონის მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ რეგანს სხეულზე - მხრებზე, მკერდსა და მუცლის არეში - აღენიშნებოდა ე.წ. ჯიბის დანით მიყენებული ცხრა ღრმა [8-12 სმ] ჭრილობა. ჩარლზ უილსონი რეგანის "დახრჩობის ალბათობას" არ გამორიცხავს, რადგან მას ტუჩებსა და ნესტოებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
0
0