05/09/2023
12:31
მსოფლიო
ახალ ზელანდიაში, ოკლენდის საავადმყოფოს ქირურგებს ქალის მუცლის ღრუში „სადილის თეფშის ზომის“ ჭრილობის რეტრაქტორი ჩარჩათ მას შემდეგ, რაც პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
Alexis-ის ბრენდის ჭრილობის რეტრაქტორი - ქირურგიული ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ღია ჭრილობების ფიქსაციისთვის - ქალის სხეულიდან მშობიარობიდან 18 თვის შემდეგ ამოიღეს. ამ დროის განმავლობაში, ქალი ძლიერ ტკივილებს უძლებდა და, საბოლოოდ, კი ის ექიმთან CT სკანირების ჩასატარებლად მივიდა.
ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანოებმა სახელმწიფო საავადმყოფოს სისტემა დაადანაშაულეს, რადგან ადეკვატურად არ იზრუნა პაციენტზე. რაიონის ჯანდაცვის ორგანომ Te Whatu Ora Auckland-მ კი ბრალდება უარყო. თუმცა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის კომისარი მორაგ მაკდაუელი გამოქვეყნებულ დასკვნებს არ დაეთანხმა.
”ცხადია, რომ სამედიცინო მომსახურება შესაბამის სტანდარტზე დაბალია, რადგან [რეტრაქტორი] არ იყო იდენტიფიცირებული რუტინული ქირურგიული შემოწმების დროს, რის შედეგადაც ის ქალის მუცელში ჩარჩა. პერსონალი ვერ განმარტავს, თუ როგორ აღმოჩნდა რეტრაქტორი მუცლის ღრუში”, - თქვა მორაგ მაკდაუელმა.
როგორც ცნობილია, ჭრილობის რეტრაქტორი "არარადიოგაუმჭვირვალე" ელემენტია და მისი აღმოჩენა რენტგენის სკანირებით შეუძლებელია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ოკლენდის საქალაქო საავადმყოფოს ქირურგმა, რომელიც ოპერაციას ატარებდა, ჭრილობის რეტრაქტორი უფრო დიდი ზომის ინსტრუმენტით შეცვალა.
ქირურგებს სწორედ ეს მეორე რეტრაქტორი დარჩათ ქალის მუცლის ღრუში. ჯანდაცვის კომისარმა აღნიშნა, რომ ოკლენდის საავადმყოფოებში ეს მეორე შემთხვევაა ორი წლის განმავლობაში, როდესაც ქირურგებს პაციენტის სხეულში სამედიცინო მოწყობილობა დარჩათ.
როგორც BBC-ი წერს, უცნობია ქალის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა, თუმცა ჯანდაცვის კომისარს რაიმე მწვავე გართულება არ დაუსახელებია. პაციენტის საქმეს იურისტები განიხილავენ, დააკისრონ თუ არა მედპერსონალს დისციპლინური პასუხისმგებლობა.
0
0