07/12/2024
14:51
სამართალი
დღეს, გამთენიისას ავტოავარიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავრცელებს, სადაც აცხადებენ, რომ გარდაცვლილ მათი თანამშრომელი იყო.
„დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025