
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის გარეუბანში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე ბუდისტურმა ტაძარმა, „ვატ რატ პრახონგ თჰამმა“, Facebook-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ქალი, რომელიც პიკაპის უკანა მხარეს თეთრ კუბოში წევს და ხელებს და თავს ოდნავ ამოძრავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიცვალებულს კრემაციისთვის ამზადებდნენ, როდესაც კუბო ამოძრავდა.
ტაძრის ზოგად და ფინანსურ საქმეთა მენეჯერმა, პაირატ სუდჰუპმა, The Associated Press-ს განუცხადა, რომ 65 წლის ქალის ძმამ ცხედარი კრემაციისთვის გადაასვენა.
„კუბოდან სუსტი კაკუნი გავიგეთ. ამიტომ კუბოს გახსნა მოვითხოვე და ყველა გაოცდა. დავინახე, მიცვალებულმა როგორ გაახილა თვალები და კუბოს გვერდზე დააკაკუნა. ალბათ, დიდი ხანი აკაკუნებდა.
ჩემი და ორი წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული. ორი დღის წინ მისი მდგომარეობა გაუარესდა და სუნთქვა შეეკრა. ვიფიქრე, რომ ის გარდაიცვალა და კუბოში ჩავასვენე. შემდეგ ტაძარში მივედი, რომელსაც უფასო კრემაციის სერვისი აქვს. იმ დროს, როცა ტაძრის მენეჯერი ჩემი დის გარდაცვალების ოფიციალური მოწმობის აღების წესს მიხსნიდა, კაკუნის ხმა გავიგეთ“, - თქვა სუდჰუპმა.
ტაძრის წინაძღოლის თქმით, ქალი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომლის სამედიცინო ხარჯებს ტაძარი დაფარავს.
0
0