
ქალი დეპუტატები ამ მოწვევის პარლამენტში ყველაზე ძლიერ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ, ისინი უქმნიან დიდ დისკომფორტს ხელისუფლებას, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ერთმნიშვნელოვნად ეს არის წინასწარ დაგეგმილი სერიალის ნაწილი, როდესაც მთავარი შეტევა უნდა მიიტანონ სწორედ ქალ დეპუტატებზე, არა იმიტომ რომ ისინი ქალები არიან და ვიღაც თვლის, რომ ამიტომ უფრო მოწყვლადი, სუსტები არიან, არამედ იმიტომ, რომ სინამდვილეში ისინი ყველაზე უფრო ძლიერ, სერიოზულ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ ამ მოწვევის პარლამენტში. ქალები უქმნიან ყველაზე დიდ დისკომფორტს ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მოდიან პარლამენტში, ასევე იქ მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. ისინი არიან ძალიან კვალიფიციურები, მათ წინააღმდეგ არა აქვთ არგუმენტები და შესაბამისად ვიღებთ ასეთი ტიპის საქციელს... ის რაც ბერაიამ გუშინ იკადრა, მსგავსი ტიპის სიმდაბლე არცერთ მოწვევის პარლამენტში მიკროფონიდან არავისგან არ მოგვისმენია“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
0
0