08/11/2022
23:44
მსოფლიო
პოლონეთში, საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებას ალკოჰოლზე, ქალებსა და შობადობაზე. კაჩინსკის განცხადებით, ევროკავშირში შობადობის დაბალი მაჩვენებელი ქალების მიერ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან არის დაკავშირებული, ამის შესახებ Guardian წერს.
"თუ ჩვენ ვნახავთ რომ გაგრძელდება ვითარება, სადაც 25 წლამდე ასაკის ქალები გააგრძელებენ იმდენივე ალკოჰოლის მიღებას, რამდენსაც მათი ასაკის კაცები, ბავშვები აღარ გაჩნდებიან“, - თქვა კაჩინსკიმ.
ოპოზიციონერებმა 73 წლის პოლიტიკოსის ეს განცხადება დაგმეს და მის სიტყვებს "პატრიარქალური და სულელური" უწოდეს.
მემარჯვენე პარტია "კანონი და სამართლიანობის" ხელმძღვანელს, იაროსლავ კაჩინსკის შვილები არ ჰყავს. ის ამბობს, რომ ინფორმაცია ქალების მიერ ალკოჰოლის მიღებასა და ნაყოფიერებას შორის კავშირზე ექიმისგან მიიღო. კაჩინსკიმ ასევე თქვა, რომ ის ნაადრევ ასაკში დედად გახდომის მომხრე არ არის, რადგანაც პოლიტიკოსის აზრით, "ქალი ჯერ დედად უნდა მომწიფდეს.“
მემარცხენე პოლიტიკოსმა ჯოანა ვილგუსმა კაჩინსკის კომენტარს "სისულელე“ უწოდა, ხოლო თავად იაროსლავ კაჩინსკის "პატრიარქალული შეხედულებების მქონე მოხუცი.“
"მის სიტყვებზე ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავიცინოთ, სახალისო მიმები გავაკეთოთ, მაგრამ რაც თქვა, სერიოზული და ტრაგიკულია, ეს არის სისულელე, რომელიც რეალურად, დიდ დარტყმას აყენებს ქალებს", - განაცხადა ჯოანა ვილგუსმა.
0
0
გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
22/10/2024