ქალები საქართველოს პარლამენტში ამიერიდან, განსაკუთრებით მომავალი დროიდან, უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის, და არა კვოტირების მიხედვით. თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში ქალები უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის, და არა კვოტირების მიხედვით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დღეს ასევე ვისაუბრეთ ქალთა კვოტირების თემაზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის გარკვეული დროებითი პოზიტიური ღონისძიება ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე. დღეს ერთ-ერთმა ჩვენმა ოპონენტმა თქვა, რომ, კი ბატონო, განვითარების შემდეგ ეტაპზე ეს მოსახსნელია და აბსოლუტურად ვეთანხმებიო, თუმცა, ახლა ჯერ არაო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ეს კარგად გავიაზროთ, ის ძალიან ცდება. ამიტომ ეს ერთ-ერთი მთავარი არა მოლაპარაკება, არამედ უფრო მთავარი საფუძველი, „გირჩის“ ინიციატივას დავთანხმებოდით, იყო ის, რომ ქალები საქართველოს პარლამენტში ამიერიდან, განსაკუთრებით მომავალი დროიდან, უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის, და არა კვოტირების მიხედვით. თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში ქალები უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის, და არა კვოტირების მიხედვით“, - აღნიშნა მდინარაძემ.
0
0