04/04/2023
12:53
პოლიტიკა
ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს.
შალვა პაპუაშვილმა ამ რეპლიკით სამადაშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ხოლო განცხადების შინაარსს სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა.
თავის მხრივ მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რომელსაც მისივე თქმით, ხელის შემშლელები ჰყავს.
„ცრუ კამპანიები, რაც აწარმოეთ ყველა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკან დაგიბრუნდათ ერთი მიზეზით, ქართველი ხალხის მოტყუება არის ძალიან რთული, ამიტომ, შეეშვით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის ბრძოლის იარაღად გამოყენებას“, - განაცხადა ოპოზიციის მისამართით მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0