
რასა იუკნევიჩიენეს თავის ქვეყანაში ერთპროცენტიანი რეიტინგიც არ აქვს. ასეთი ადამიანები მორალს გვიკითხავდნენ, როგორ უნდა დავუწესოთ სანქცია, რომლის ქვეყანა პირველ ადგილზეა ნავთობით ვაჭრობასა და ღვინის ექსპორტში, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ საქართველოში მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.
„დიდი ხანია, ქალბატონი რაისა საქართველოს „მეგობარია“. გარკვეულ ასაკში ყველა ადამიანი არაადეკვატური ხდება. ეტყობა, ამ ქალბატონს უკვე ასაკმა უწია. ეს არ არის ეიჯიზმი, ყველაზე არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ამ ქალბატონს თავის ქვეყანაში ერთპროცენტიანი რეიტინგიც არ აქვს. ევროპარლამენტში საქმიანობას რომ ამოწურავს, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეიტინგი არ აქვს. ასეთი ადამიანები მორალს გვიკითხავდნენ, თუ როგორ უნდა დავუწესოთ სანქცია, რომლის ქვეყანა პირველ ადგილზეა ნავთობით ვაჭრობაში და ღვინის ექსპორტში. ამ ხალხის მორალი რა არის? – წეროს და იკითხოს, იკითხოს და წეროს. ჩვენთვის მათ განცხადებებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ესენი ქართული საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელოვანს არ წარმოადგენენ. ლობისტური ორგანიზაციების მხრიდან დაქირავებულები არიან, რათა „ნაცმოძრაობას“ მხარი დაუჭირონ და ჩვენი ქვეყანა გააშაონ, ისინი „ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან. ქალბატონი რაისა – შემდეგ სახელი გადაირქვა, ის კუბილიუსთან ერთად „პერესტოიკით“ გორბაჩოვის მთავრობასთან თანამშრომლობდა. ჩვენ ამ მორალის ადამიანი დემოკრატად გამოგვეცხადა და მორალს გვიკითხავს, ქართველებს რა სიტყვებით ამკობს. მგონია, რომ ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა და ამიტომაც არის, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს. ქალბატონო რასა, თქვენს ქვეყანას და ევროკავშირს მიხედეთ, რომელიც თქვენს ხელში უავტორიტეტო და რეიტინგდაცემული ორგანიზაცია გახდა. სახლმწიფოებს ევროკავშირში შესვლა აღარ უნდათ, შესვლა კი არა, ვინც არის, ისინი დატოვებაზე ფიქრობენ. ეს ყველაფერი თქვენ და ლობისტების მიერ დაქირავებულებმა მოახერხეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0