
ქალბატონი წითლიძე განეიტრალებულია - წასული არიან საკუთარი პატარა ბელადის გადასარჩენად, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ანა წითლიძის შეკითხვისთვის უნდა ეპასუხა.
„ქალბატონი წითლიძე განეიტრალებულია, არც უნდა ვუპასუხოთ არაფერი. წასული არიან საკუთარი პატარა ბელადის გადასარჩენად. კასპში წასვლა თითქოს მიზეზი იყო რაღაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტში, პრემიერის ანგარიშისა და კითხვების დასმის პროცედურის შემდეგ ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ „რუსი პრემიერის მოსმენას არ აპირებენ“. დეპუტატების განცხადებით, წავლენ კასპში, სადაც, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებულ ბიუროკრატიული ბანდიტებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა პენსიონერებთან.
0
0