"ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა. კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია უმაღლეს დონეზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება იქ. რაც შეეხება პრემიერმინისტრს, ეს გახლავთ სწორედ პოლიტიკური აქტი, რომ პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის შედგეს ბრიუსელში, ევროკავშირში და NATO-ში. პრემიერმინისტრს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ევროკავშირის ყველა ხელმძღვანელთან და NATO-ში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტს გამოეხმურა.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მინხენში შეხვდა.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026