11/04/2023
00:00
პოლიტიკა
“ქალბატონ გიული ალასანიასთან და გიორგი ჩალაძესთან ერთად ვარშავაში, პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე ვიმყოფები” - ამის შესახებ ნაცმოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ზუსტად 13 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი, იმ ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი - ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე- მარია და ათობით სხვა სამხედრო, სასულიერო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა. 2008 წელს კაჩინსკი იყო ადამიანი, რომელიც მიუხედავად პუტინის მუქარისა და ბომბდამშენებისა საქართველოს ცაზე, მაინც იდგა ქართველ ხახლთან ერთად.
ქალბატონ გიული ალასანიასთან და გიორგი ჩალაძესთან ერთად ვიმყოფები ვარშავაში, პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე, სადაც ევროპარლამენტარ - ანა ფოტიგასთან ერთად პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.
0
0