
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა, ქ. ზუგდიდში, მეთხილე ფერმერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო ფერმერებისთვის იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, რაც თხილის მავნე ორგანიზმების დროულ აღმოჩენასა და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ეხება.
სპეციალისტებმა დეტალურად ისაუბრეს მეთხილეობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა დაავადების პრევენციის გზებსა და ლაბორატორიული კვლევების როლზე დაავადებების იდენტიფიცირებისა და ზარალის თავიდან აცილების პროცესში.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონებში ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის გაძლიერება და იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რომლებიც ფერმერებს ეხმარება სწრაფი და სანდო კვლევების მიღებაში და, შედეგად, სწორი გადაწყვეტილებების საფუძველი ხდება.
ფერმერებთან გამართულ შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფერმერებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.
0
0