თვითმხილველებისა და მთავრობის წარმომადგენლის თქმით, სამხედრო ჰოსპიტალთან ძლიერი აფეთქებების შემდეგ, სროლის ხმებიც ისმოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე თალიბანის სპეცრაზმი გაგზავნეს.
ინციდენტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. როგორც Al Jazeera იუწყება, თვითმხილველები ამბობენ, რომ გაერთიანება ISIL-ის (ISIS) ფილიალის მებრძოლები საავადმყოფოში შეცვივდნენ, შემდეგ კი უსაფრთხოების ძალებთან შეტაკება მოხდა.
ISIL-ის ფილიალი, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“ (ISIS-K), რომელმაც, აგვისტოში თალიბების მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, მეჩეთებსა და სხვა ობიექტებზე სერიული თავდასხმები განახორციელა, 2017 წელს, 400-საწოლიან საავადმყოფოს თავს დაესხა; შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025