
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ქალის ტანსაცმლის მაღაზიებში მანეკენებს სახე დაუფარეს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
სახედაფარული მანეკენები ქაბულში თალიბანის პურიტანული მმართველობის ერთ-ერთი სიმბოლოა, მაგრამ ამავდროულად ისინი ტანსაცმლის ვაჭრების წინააღმდეგობის მცირე ნაწილს წარმოადგენენ.
თავდაპირველად, „თალიბებს სურდათ“, რომ მანეკენებისთვის თავი მოეკვეთათ.
მას შემდეგ, რაც 2021 წელს „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში მოვიდა, „თალიბანის სათნოების სამინისტრომ“ გამოსცა განკარგულება, რომ ყველა მანეკენი მაღაზიის ვიტრინებიდან უნდა მოხსნილიყო ან თავი არ უნდა ჰქონოდა.
მათ ეს ბრძანება ისლამური კანონის მკაცრ ინტერპრეტაციაზე დააფუძნეს, რომელიც კრძალავს ქანდაკებებსა და ადამიანის ფორმის გამოსახულებებს.
ზოგიერთი მოვაჭრე იძულებული გახდა „თალიბანის“ წესებს დამორჩილებოდა, ზოგმა კი უკან არ დაიხია და „თალიბანი“ იძულებული გახდა წესები შეეცვალა.
„თალიბანმა“ მაღაზიის მფლობელებს საშუალება მისცეს, მანეკენების სახე დაეფარათ.
0
0