09/05/2022
16:34
ომი უკრაინაში
„როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომთან დაკავშირებით "იდეები სრულიად ამოეწურა", - თქვა ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა ორშაბათს მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
შესაძლოა, ამჟამად, უკრაინაში არსებულ რეალობას ვერ აღიქვამს ან განზრახ აიგნორებს“, - წერს შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების პროფესორი ფილიპს ო'ბრაიენი Twitter-ზე.
აღლუმზე სიტყვით გამოსვლამდე კი არსებობდა ვარაუდი, რომ პუტინი უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებდა ან რუსული ძალების მასობრივი მობილიზაციის ბრძანებას გასცემდა ომის გასაგრძელებლად, რომელიც უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს რუსეთის მძიმე დანაკარგებით.
„მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ნატოსა და დასავლეთს რუსეთის ინტერესების დასაცავად უკრაინაში შეჭრის იძულებაში ადანაშაულებდა, მას არ გამოუთქვამს აზრი იმის შესახებ, თუ რა ჩაითვლება ომში გამარჯვებად და არ დაუსახელებია ომის შემდგომი გაგრძელების რაიმე გზა.
ახალი ძალების მობილიზებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, რუსეთს არ შეუძლია ხანგრძლივი ომის წარმოება. უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობის საათი ათვლას იწყებს“, - თქვა ო’ბრაიენმა.
0
0