16/03/2022
14:22
მსოფლიო
„დასაბუთებული ვარაუდია, რომ მოსკოვი აღფრთოვანებული იქნება, თუ უკრაინა იმ გზას მიჰყვება, რომლის შესახებაც პრეზიდენტ ზელენსკისგან მინიშნებებს ვიღებთ - შესრულდება ერთგვარი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, უკრაინა არასოდეს შეუერთდება ნატოს.
რა თქმა უნდა, ეს მოსკოვის ერთ-ერთი მიზანია ამ ომში, მაგრამ რთული სათქმელია, საკმარისი იქნება თუ არა ეს პრეზიდენტ პუტინის შესაჩერებლად.
მას [პუტინს] ასევე სურს, რომ უკრაინამ გადასცეს ტერიტორიის ნაწილები, რაც ამ დროისთვის, ზელენსკისთვის მიუღებელ მოთხოვნად ითვლება. ასე რომ, ძნელია პროგნოზირება, თუ რამდენად დიდი პროგრესი მიიღწევა ამ მოლაპარაკებებისას - თუმცა ის ფაქტი, რომ დისკუსიები გრძელდება, თავისთავად, დადებითი ნიშანია.
„ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ პუტინს მოუწევს გზების მოძებნა ამ ომის დასასრულებლად, რადგან უამრავი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა. თუმცა ის შეეცდება, რომ რუს ხალხს საომარი მოქმედებების დასრულება რუსეთის გამარჯვებად წარმოუჩინოს,“ - თქვა ჯენი ჰილმა.
0
0