-share.jpg)
როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა უკრაინაში მეომარი რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად.
აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW), ანალიტიკოსების თანახმად, ეს ყველაფერი რუსეთში "შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლის" ნაწილია, სადაც ვლადიმირ პუტინი ცდილობს შეასუსტოს ზოგიერთი მათგანის გავლენა, რომლებიც სულ უფრო კრიტიკულნი ხდებიან უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.
ანალიტიკოსების განმარტებით, გუშინდელი გადაწყვეტილება იყო „პოლიტიკური ნაბიჯი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გასაძლიერებლად და ისეთი რუსი სამხედრო ბლოგერებისა და ძალოვანი სტრუქტურების საწინააღმდეგოდ, როგორებიცაა ვაგნერ ჯგუფის დამაარსებელი და დამფინანსებელი ევგენი პრიგოჟინი, რომლებიც აკრიტიკებდნენ კრემლის მიერ ომის წარმართვას“.
გავრცელებული ინფორმაციით, იგორ გირკინმა, დონბასში რუსი ბოევიკების ყოფილმა მეთაურმა და ცნობილმა სამხედრო ბლოგერმა, თქვა, რომ ის მხარს დაუჭერდა პუტინის თანამდებობიდან გადაყენებას. თუმცა პუტინის გზავნილი მსოფლიოსადმი ის არის, რომ ის მზად არის ხანგრძლივი პრეზიდენტობისთვის.
„პუტინის გადაწყვეტილება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უნდა დაანონსოს ცვლილებები და გაასაჯაროოს საკუთარი განზრახვა, მიუთითებს, რომ კრემლი უკრაინაში მეომარი რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად გერასიმოვის დანიშვნას მთავარ ცვლილებად განიხილავს ომის რეალურად წარმართვის თვალსაზრისით და ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს როლის ჩარჩოებში.
გერასიმოვის დანიშვნა და სარდლობის მთლიანი რესტრუქტურიზაცია, სავარაუდოდ, ნაწილობრივ წარმოადგენს ერთგვარ სიგნალს, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე რუსეთის შიგნით - კრემლის ერთგულებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტრადიციული ძალოვანი სტრუქტურებისადმი და პუტინის მზადყოფნას უკრაინაში ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის,“ - ნათქვამია აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) უახლეს ანალიზში.
0
0