
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა ფილიპ ინგრემმა განაცხადა, რომ მუდმივი დაბომბვის მიუხედავად, უკრაინელები მხედრული შემართებით არიან.
„ჩვენ გვქონდა ცნობები, რომ ხერსონიდან გაყვანილი ჯარები, რომლებმაც გადალახეს მდინარე დნიპრო, ახალი ძალებით შევიდნენ დონეცკის ოლქში, რომელიც რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი ფრონტია. რუსები დიდი წარმატებით ვერ იბრძვიან ჩრდილოეთით, კრემინაში, ასეევე სოფელ ბახმუტში, სადაც ისინი თავიანთ თავდაცვით ობიექტებს აგებენ.
რუსებს რეგიონში გაზმომარაგების სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა ექმნებათ და ამის შედეგად, საბრძოლო მასალისა და გამოცდილი პერსონალის მკვეთრი დეფიციტი აქვთ.
ამ ზამთარსა და წინა ზამთარს შორის განსხვავება ის არის, რომ უკრაინელებს ახლა დიდი რაოდენობით დასავლური ტექნიკა აქვთ და შეუძლიათ განსაზღვრონ ბრძოლის დრო და ადგილი. თუმცა შემოდგომის უამინდობის გამო მიწა ძალიან დატბორილია, უკვე პირველი თოვლი მოვიდა. ჭაობიანი ადგილი ხელს უშლის ჯავშანტექნიკის სწორად მანევრირებას, ხოლო თავდაცვისთვის ასეთი მდგომარეობა ხელსაყრელია.
პუტინს შესვენება სურს, მაგრამ ზელენსკის და უკრაინელებს ამ მომენტში მაღალი საბრძოლო განწყობა აქვთ და მორიგი კონტრშეტევა მათგან მოსალოდნელია,“ - თქვა ფილიპ ინგრემმა.
0
0