03/10/2022
11:46
მსოფლიო
ემიგრაციაში მყოფი რუსი პოლიტიკოსი, უშიშროების სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი გენადი გუდკოვი ამბობს, რომ რუსეთში პუტინს ისე ვერ იტანენ, რომ აუცილებლად მოკლავდნენ, რომ შეეძლოთ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
„ყველაფერი რეგიონებიდან დაიწყება. მათმა აჯანყებამ შეიძლება მოსკოვში რევოლუცია გამოიწვიოს და ამ შემთხვევაში შეიძლება პუტინი ჩამოაცილონ ძალაუფლებას ან მოხდეს მისი ლიკვიდაცია. ელიტა პუტინს ვერ იტანს. ეს ეხება მოსკოვის ელიტასაც და რეგიონებსაც. მაგრამ ვერ ატანას და ბელადის ფიზიკურ ლიკვიდაციას შორის დიდი დისტანციაა. გაივლის მას მოსახლეობა თუ არა? ამის შესახებ მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება. პუტინმა რუსეთის ელიტას მომავალი წაართვა. და აწმყოც წაართვა. ელიტა და ელიტის ოჯახის წევრები შეიძლება ფიზიკურად იყვნენ განადგურებულები და მათე ს კარგად ესმით, “ - ამბობს გუდკოვი
„პუტინი ახლა საკუთრი ტყავის გადარჩენას ცდილობს. მას მშვენივრად ესმის, რომ ომი წაგებულია და ეს მხოლოდ დროის ამბავია. ახლა მას მხოლოდ ბირთვული შანტაჟი დარჩა. ეს რეფერენდუმები, უკრაინის ტერიტორიების მიერთება, ეს მისი გამოსვლა ტრიბუნიდან - ყველაფერი ამ სქემაში ჯდება.
ამასთანავე, პოლიტიკოსი ამბობს, რომ პუტინს რომ შეეძლოს ბირთვული იარაღის გამოყენება, ის ამას უკვე დიდი ხნის წინ გააკეთებდა. „მას საკუთარი სიკვდილის ეშინია, სწორედ ეს უთხრეს ამერიკელებმა, ბრიტანელებმა და ჩინელებმაც კი. ჩინეთი, ბუნებრივია, რუსეთის ტერიტორიას ბირთვულ იარაღს არ ესვრის, მაგრამ მოსკოვის მიერ ასეთი იარაღის გამოყენების შემთხვევაში პეკინიც რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს. მან პუტინს ცალსახად უთხრა - არ გაბედო!“ - ამბობს გენადი გუდკოვი.
0
0