16/03/2022
11:09
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, რუსეთს ის უფრო აღიზიანებს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ფორუმებზე იღებს მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, ვიდრე ტელესტუდიებში განცხადებების გაკეთება.
,,რეზოლუცია რომ გამოგაქვს ახლა პარლამენტში, ევროპის მხარდამჭერი. რუსეთს რა უფრო აღიზიანებს? შენ რომ ეთერში გამოხვიდე და გაიმეორე ის, რაც მაშველ რგოლად გადმოგიგდო ქალბატონმა, შესანიშნავმა ელჩმა, კელი დეგნანმა - ,,ჩვენ საქართველოსთან მუდმივ კავშირზე ვართ და განხილვაში იმყოფება საკითხები სანქციების.’’ დალოცვილიშვილო, რას იგონებ ველოსიპედს, როცა შეგიძლია იგივე გაიმეორო.
პუტინს რით უფრო ავნებ? სტუდიაში განცხადებით, თუ იმითი, რომ მის საწინააღმდეგოდ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დგამ იმისთანა ნაბიჯს, რომელიც ნამგალივით ერთ ადგილას ესობა პუტინს.’’ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
0
0