
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს „დიდი ხანია იცნობს და არ სჯერა, რომ ის პოტენციური შეთანხმების გაფორმების შემდეგ უკრაინაში კვლავ შეიჭრება“ და გამოთქვა რწმენა, რომ „შეთანხმება შენარჩუნდება“.
ამავე დროს, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ძალიან კარგი“ ურთიერთობა აქვს უკრაინელ კოლეგასთან, თუმცა აღიარა, რომ ეს ურთიერთობა იყო „გარკვეულწილად დაძაბული“.
დონალდ ტრამპის თქმით, ელოდება „კარგ საუბარს“ ზელენსკისთან.
„ჩვენ გვსურს, ვითანამშრომლოთ მასთან და ჩვენ ვთანამშრომლობთ მასთან. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტთან სინამდვილეში ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. შესაძლოა, ეს ურთიერთობა გარკვეულწილად დაძაბული იყო, რადგან ჩვენ გვსურდა გვქონოდა ის, რაც ევროპულ ქვეყნებს აქვთ. იცით, ისინი გაცემულ თანხას უკან იბრუნებენ. ჩვენ უკან არ ვიბრუნებთ ფულს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება.
0
0