პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა თუ არ აქვს, რატომ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს - ჯო ბაიდენი
28/10/2022
10:42
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა სკეპტიციზმი ვლადიმერ პუტინის სიტყვების მიმართ, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში ბირთვული შეიარაღების გამოყენებას. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“, – განაცხადა ბაიდენმა ამერიკულ მედიასთან.
თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდეს, თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ჯერ ამის ნიშნებს ვერ ხედავენ.
მანამდე რუსეთმა ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებისთვის მზადებაში უკრაინა დაადანაშაულა, რასაც დასავლეთსა და კიევში სიცრუე უწოდეს.
0
0
242
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%