04/01/2023
11:48
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედრო მოსამსახურეებისთვის დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ. განკარგულების ტექსტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ინტერნეტ პორტალზე.
დოკუმენტის მიხედვით, თუ უკრაინის ომში ჯარისკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან რუსეთის გვარდიის თანამშრომელი დაიღუპება, მის ოჯახს 5 მილიონ რუბლს გადაუხდიან.
ტრავმის, კონტუზიის, ან ტრავმისთვის, გათვალისწინებული იქნება სამი მილიონი რუბლის გადახდა.
დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერის მომენტიდან.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა მთავრობას დაავალა ომში მონაწილე პირთა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავება და მათი ოჯახების მხარდაჭერა.
რუსეთმა უკრაინაში ომი ათ თვეზე მეტი ხნის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მისი დაწყების გამოცხადებისას, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები მოქმედებენ დონბასის მცხოვრებლების დასაცავად „კიევის რეჟიმისგან“.
0
0