03/04/2023
23:14
მსოფლიო
რუსული მედიის ცნობით, სამხედრო მიმომხილველი ვლადლენ ტატარსკი, რომელიც გუშინ სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში ააფეთქეს, პუტინმა სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ჟურნალისტი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების დროს დაშავდა კაფეში მყოფი 32 ადამიანი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა პატარა ქანდაკებაში იყო დამონტაჟებული, რომელიც ტატარსკის გადასცეს.
მომხდართან დაკავშირებით 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა დააკავეს. რუსეთის ნაციონალური ანტი-ტერორისტული კომიტეტის მტკიცებით, აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, რაშიც მათ რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები დაეხმარნენ.
0
0