
ფრანგული გაზეთი Les Echos-ი წერს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინასთან ზავის შესახებ სიტყვით გამოსვლისას, ევროპის ქვეყნების ლიდერები არ უხსენებია.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუბრისას მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი გამოყო: ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმების ტექნიკური, მაგრამ აშკარად პოლიტიკური განხორციელება. ვინ გაუწევს მონიტორინგს მეომარ მხარეებს შორის საკონტაქტო ხაზს, ვინ შენიშნავს შესაძლო დარღვევას და ვინ იქნება მშვიდობისმყოფელი? პუტინმა ოთხი ქვეყნის მეთაური ახსენა, რომლებიც, მისი აზრით, უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობენ: სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია. ამრიგად, რუსეთის ლიდერმა, ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა BRICS-ის ძირითად ქვეყნებზე, მაგრამ მიზანმიმართულად უგულებელყო ევროპის ქვეყნები. სერიოზული დისკუსიებისთვის კრემლს სიჩუმეზე მეტად არაფერი მოსწონს“, - ნათქვამია სტატიაში.
0
0