
“პუტინს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებები გამოიყენოს, როგორც საბაბი ჯარების გადაიარაღებისა და რეკრუტირებისთვის”, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ განაცხადა.
”მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური, შინაარსიანი. ისინი არ შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც „ლეღვის ფოთოლი“ რუსი ჯარისკაცების (ვაგნერის ჯგუფიდან ან რუსეთის ციხეებიდან) გადაიარაღებისა და შემდგომი რეკრუტირებისთვის. სამშვიდობო მოლაპარაკებების შინაარსი და ის ზღვარი, რომელიც საჭიროა მშვიდობის დასამყარებლად, უკრაინელმა ხალხმა და უკრაინის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს [სწორედ უკრაინელთა ვაჟები და ქალიშვილები ეწირებიან ამ ომს] ”, - თქვა კლერლიმ.
თუმცა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი.
”მე ნამდვილად ვერ ვხედავ რუსული მხარის მზადყოფნას, რაც დამარწმუნებს, რომ ვლადიმერ პუტინი კეთილსინდისიერად ერთვება ამ მოლაპარაკებებში. ფართო რიტორიკა ჯერ კიდევ ძალიან კონფრონტაციულია,“ - აღნიშნა კლერლიმ.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თებერვალში დაწყებული ომის დასასრულებლად მოსკოვს შესაძლოა უკრაინასთან შეთანხმების დადება მოუწიოს.
ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც მან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე საჯაროდ ისაუბრა. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, კონფრონტაციული იქნება, რადგან საკითხი ეხება ყირიმს [რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა] და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა უკრაინულ ტერიტორიებს.
0
0
სამეგრელოში სამ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
14/05/2025