22/12/2022
13:04
მსოფლიო
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სხდომაზე არაერთი საინტერესო განცხადება გააკეთეს.
აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის - ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) - შეფასებით, პუტინის ერთ-ერთი განცხადებიდან ირკვევა, რომ ის რუსულ არმიას ყველა საჭირო რესურსით მაქსიმალურად უზრუნველყოფს", იმავდროულად, ამტკიცებს, რომ სამხედრო რესურსების ფინანსური შეზღუდვა არ არსებობს.
ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტი „გაძლიერებულად“ ცდილობს, „დაამშვიდოს“ ომის მომხრე და იმავდროულად კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, მათ შორის სამხედრო ბლოგერები იმით, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ყურადღებას გაამახვილებს“ კრიტიკის მიმართ და „მოუსმენს მათ, ვინც არსებული პრობლემების გამო შეშფოთებულია".
ექზპერტების აზრით, პუტინის მიერ სამხედრო ძალისხმევების მობილიზებისთვის ფინანსური ასპექტის განხილვა შეიძლება მიანიშნებდეს კონფლიქტისადმი მოსკოვის მიდგომის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მთლიანად ევროპისთვისაც.
„უკრაინაში რუსეთის სამხედრო მარცხების გამო, პუტინმა შესაძლოა შეცვალოს რუსეთის სტრატეგიული რესურსების განაწილების პრინციპი.
პუტინს შეუძლია, რუსეთის სახელმწიფო სახსრები გამოიყენოს ისე, რომ კრემლს მიეცეს საშუალება, ისარგებლოს მრავალრიცხოვანი არაბირთვული შეიარაღებით, ეკონომიკური ზრდისა და მომხმარებელთა კომფორტის ხარჯზე, როგორც ამას საბჭოთა კავშირი აკეთებდა.
ასეთი ქმედება დიდ რესურსებსა და დროს მოითხოვს, მაგრამ შესაძლებელია. შოიგუს „რეკომენდაციები“ (რომლებიც მან, რა თქმა უნდა, პირადად გააცნო პუტინს, სანამ მათ საჯაროდ გააჟღერებდა) პრეზიდენტის ვალდებულებასთან ერთად, სათანადოდ უზრუნველყოს რუსი სამხედროები, მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა შესაძლოა უკვე გადაწყვიტა, ევროპას ახალი სერიოზული არაბირთვული სამხედრო საფრთხე შეუქმნას, როგორც კი ეს ომი დასრულდება“, - აღნიშნულია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკურ მიმოხილვაში.
0
0