02/11/2023
14:14
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ფედერალური საკონსტიტუციო კანონებიდან რუსეთის ფედერაციაში საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინფორმირების შესახებ პუნქტების გამორიცხვის შესახებ. დოკუმენტი იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
25 ოქტომბერს ინიციატივა ფედერაციის საბჭომ მოიწონა.
ევროპის საბჭოს ინფორმირების ვალდებულებები დაკავშირებულია 1950 წლის 4 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან. რუსეთმა ევროპის საბჭო 2022 წლის მარტში დატოვა. როგორც სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, ევროპის საბჭომ თავი ამოწურა, რადგან მისი გადაწყვეტილებები "მიიღება ვაშინგტონის კარნახით", რაც ასუსტებს და ქმნის დაძაბულობას ევროპულ სახელმწიფოებს შორის.
0
0